LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი: წელს კარგი სტარტი ავიღეთ

26

ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

გიორგიკვირიკაშვილი 2017 წლის იანვარის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა და მას პოზიტიური შედეგი უწოდა.

მან ყურადღება ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებლებზე, ასევე ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე და საწარმოების გააქტიურებაზე გაამახვილა.

„იანვარი იყო ძალიან წარმატებული. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი, 33 %–ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია– გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს,  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები