LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევათა 60% „ომიკრონის“ შტამი იქნება – რატომ აღარ გამოიკვლევს ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო ნიმუშს

395
Untitled design (76)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა 45%-დან ზემოთ მიდის.

ალბათ, ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება სადღაც 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების“.

მისი თქმით, ახალი შტამის პირობებში „ბუსტერიზაცია“ ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა.

„ახლა ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ათასზე მეტი შემთხვევა, 16% რეინფიცირება. აცრილებში მიდის ბევრად იოლად. „ბუსტერი“ ნამდვილად მუშაობს, ამიტომ „ბუსტერიზაცია“ ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით უფრო მეტად ინფიცირდება ახალგაზრდა თაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო შემთხვევას აღარ გამოიკვლევს. PCR ნიმუშების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ უკვე 60%-ს გასცდა. კვლევითმა ცენტრმა ყველა ლაბორატორიას ახალი პროტოკოლი გაუგზავნა.

უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, როდის მოხდა ვირუსის გადატანა – რეინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. “ომიკრონმა” ვირუსის მართვის აქამდე არსებული პროტოკოლი მთლიანად შეცვლა და დაარღვია.

 

„ომიკრონით“ ახალი ინფიცირების რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება – რამდენ ხანში ვლინდება „ომიკრონის” სიმპტომები

„ომიკრონი“ თუ სეზონური ვირუსი? – როგორ მოვიქცეთ, როცა გრიპის მსგავსი სიმპტომები გვაქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g