LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (1-7 იანვრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1204
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე შემცირდება ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. მოერიდეთ გადაღლას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. არ ღირს საკვების და სასმლის ჭარბად და უკონტროლოდ მიღება. კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის წყაროს მოსაძიებლად, ახალი პროექტების შემუშავებისა და ხელმძღვანელთათვის წარსადგენად.

კურო –  პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან თანამშრომლობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ თანამოაზრეები, ვინც თქვენთან ერთად შეიმუშავებს ახალ პროექტებს და დაგეხმარებათ მათ განხორციელებაში.

ტყუპები –  აქტიური და დინამიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაღალია გაცივების და ავად გახდომის ალბათობა. ზედმეტად არ გაგიტაცოთ სადღესასწაულო ღონისძიებებმა, რადგან სწორედ ამ კვირაში უნდა დაასრულოთ ძველი პროექტები, გადაწყვიტოთ ძველი პრობლემები და დასახოთ სამომავლო გეგმები, რომლებიც პრაქტიკულად მთელ წელს განსაზღვრავენ. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები ან ურთიერთობა გააუმჯობესოთ ძველ პარტნიორებთან.

კირჩხიბი – აქტიური და მეტად საქმიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადატანას. მთავარია იხელმძღვანელოთ ინტუიციით, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. კარგი პერიოდია ძველი შეცდომების გააზრებისა და გამოსწორებისთვის. უარი არ თქვათ შეთავაზებებსა და თანამშრომლობაზე, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საუკეთესო შანსი შეიძინოთ პარტნიორები, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან მომავალში.

ლომი –  მართალია, მეტად დინამიური კვირაა, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს ემოციურად და ფიზიკურად გადატვირთვა. მოულოდნელი ცვლილებები გელით სამსახურში, არაა გამორიცხული დაწინაურდეთ ან მიიღოთ შეთავაზება, რომელსაც დიდხანს ელოდით, მთავარია სრულად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ნიჭი და ახლის სწრაფად ათვისების უნარი.

ქალწული – სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალის აქტივიზაციის კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ შინაგანი კრეატიულობა და თამამად განაცხადოთ საკუთარი იდეების შესახებ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, ავტორიტეტის ამაღლებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის.

სასწორი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. კარგი პერიოდია ცვლილებების განსახორციელებლად, შეგიძლიათ შეცვალოთ ბინის დიზაინი ან შეიცვალოთ გარეგნული იმიჯი, რისი წყალობით ბევრად კომფორტულად იგრძნობთ თავს. არაა გამორიცხული მიიღოთ ძვირფასი საჩუქარი ან მნიშვნელოვნად გაიზარდოს თქვენი კაპიტალი.

მორიელი – მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. აქტიურად იკონტაქტეთ მეგობრებთან და ახლობლებთან, რადგან სწორედ მათი წყალობით შეიძენთ გამოცდილებას და ახალ შთაბეჭდილებებს. კარგი პერიოდია ცვლილებების განსახორციელებლად, მით უფრო, რომ დიდი ხანია ფიქრობთ იმიჯის შეცვლაზე. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შემოგთავაზონ პარტნიორებმა ახალ პროექტებში ჩაბმა, რაც თქვენს შემოსავალსაც გაზრდის და გავლენის სფეროებსაც გააფართოებს.

მშვილდოსანი –  მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა მაინც არ ღირს პასიურობა, რადგან სწორედ ამ კვირაში მოგეცემათ ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის შანსი, არაა გამორიცხული მიიღოთ დივიდენდები ძველი პროექტებიდან. მართალია, უამრავ დაპირებას მიიღებთ, მაგრამ არ ღირს ყველაფრის დაჯერება, უმჯობესია გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია.

თხის რქა –  მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. გააქტიურდით და იმოქმედეთ თამამად, რადგან სწორედ ახლა გაქვთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელების და დიდი ხნის სურვილების ასრულების საუკეთესო შანსი. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის და უნარის გამოსავლენად, ეცადეთ შეხედოთ საკუთარ თავს ახლებურად და მოიძიოთ ის პოტენციალი, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.

მერწყული –  ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, მოერიდეთ საიდუმლოს გაცემას, რადგან ზუსტად ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

თევზები – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამართოთ შეხვედრები, მოლაპარაკებები და თამამად გამოთქვათ საკუთარი მოთხოვნები. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები