LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (1-7 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4180
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანს  გაუმართლებს და მიეცემა წარმატების შანსი.

ვერძი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ნაკლებად სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო და საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული სპონტანურად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. არ ღირს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან უმიზეზოდ კამათი, უმჯობესია ყველა პრობლემა დიპლომატიურად, მეტი ტაქტითა და თავშეკავებით მოაგვაროთ.

კურო – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია ხელმძღვანელებთან შეხვედრისა და ახალი იდეების განხილვისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენისთვის. მთავარია, იაქტიუროთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობა კოლეგებთან და მეგობრებთან, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი პარტნიორები ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზებები.

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ნაკლებად გაამართლებს გააქტიურება და ზედმეტად თავის გამოჩენა, მაგრამ თამამად შეგიძლიათ მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება. მოემზადეთ სიურპრიზებისა და მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რომელთა პოზიტიურად ან ნეგატიურად გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ამ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. გააქტიურდით, გამოიჩინეთ ინიციატივა, გამოავლინეთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები, რადგან საუკეთესო კვირაა პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. 

ლომი –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ნაკლებად სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ყოველდღიური საქმეების შესრულებაც ძალიან გაგიჭირდებათ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან ჭორებითა და ინტრიგებით თქვენს შეფერხებას. არ ღირს საიდუმლოს გამხელა და საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარი, რადგან ბევრი ეცდება მიღებული ინფორმაციის თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება, ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა და პრობლემების გადაჭრა.

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და მოაგვაროთ ძველი პრობლემები, რაშიც მეგობრები და ოჯახის წევრებიც დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ახალი ნაცნობების შეძენისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის.

სასწორი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ნაკლებად სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, უმჯობესია დაისვენოთ და შეასრულოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსავლენად, ახალი ინფორმაციის და გამოცდილების შესაძენად. არ თქვათ უარი კოლეგების და მეგობრების დახმარებაზე, რომელთა მხარდაჭერით ბევრად მარტივად გადაჭრით პრობლემებს.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები, რადგან სწორედ ამ კვირაში გექნებათ ძველი გეგმების განხორციელების და გადადებული საქმეების დასრულების საუკეთესო შანსი. არაა გამორიცხული გააბათ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ან შეიძინოთ ახალი ნაცნობი, ვის მიმართაც რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის.

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება გაიძულოთ. მართალია, გექნებათ შეგრძნება, თითქოს კოლეგები და ხელმძღვანელები თქვენს თავისუფლებას ზღუდავენ, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და მათთან კამათი, უმჯობესია საქმის გარჩევა შემდეგი კვირისთვის გადადოთ. კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოგვარებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისთვის.

თხის რქა –  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი გეგმების დასახვას. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში გადაჭრათ საკამათო საკითხები კოლეგებთან და მეგობრებთან, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

მერწყული –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გადაღლა, ეცადეთ მეტი დაისვენოთ, მით უფრო, რომ საუკეთესო კვირაა შვებულების მოწყობისა და მოგზაურობისთვის. არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდეთ სპონტანურ მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. არ თქვათ უარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერაზე, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს დახმარებას და განწყობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა,  შემოქმედებითი ნიჭი და უნარი, წამოიწყოთ ახალი საქმე ან შეეჭიდოთ იმ რთულ პროექტებს, რომელთაც დიდხანს არიდებდით თავს. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სასიყვარულო თავგადასავლებისა და ახალი რომანტიკული ურთიერთობების გაბმისთვის.

გეომაგნიტური დღეები –  3, 5,6 და 7 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები