LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 დეკემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1489
მიხეილ ცაგარელი

მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა 13 დეკემბრის გამოკლებით, რადგან ახალმთვარეობის დღე ენერგეტიკულადაც მძიმე იქნება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება. მოერიდეთ კონფლიქტებს და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევას.

ვერძი  – პოზიტიური კვირაა. სტაბილური იქნება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ ხელშეკრულებების და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელებთან ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

კურო –  საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვილად დაიღლებით და გაღიზიანდებით, შესაძლოა გაცივდეთ ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. აკონტროლეთ საკუთარი სიზარმაცე, სიჯიუტე და სიხისტე, რადგან ასე ძალიან გაგიჭირდებათ სასურველი შედეგის მიღწევა. მეტი სიფრთხილე გმართებთ ფულის ხარჯვისას, მით უფრო, თუ ხარჯს პარტნიორებთან ინაწილებთ. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები.

ტყუპები – საკმაოდ კარგი კვირაა. სტაბილური იქნება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ორგანიზატორული უნარის გამოვლენას. აშკარად გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. კარგი პერიოდია ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, ძველი გეგმების გადახედვისა და ახლის დასახვისთვის. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაწყოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, რადგან სწორედ ახლა გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ტაქტის და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, ნაკლებად შედეგიანი იქმნება საკუთარი სიმართლის ჯიუტად მტკიცება. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უაზროდ ხარჯვას. არ ღირს ნათესავებისა და მეგობრების გულისთვის საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა, რადგან უმეტესობა არ დაგიფასებთ და ისევ თვითონ იქნება ნაწყენი. კარგი პერიოდია ძველი პრობლემების გადახედვისა და მათი გადაჭრის ახლებური გზების მოსაძიებლად.

ლომი – მეტად შედეგიანი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, სხვადასხვა ღონისძიებაში, კონკურსსა და ლატარიის გათამაშებაში  მონაწილეობას, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას და ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილების მოხდენას, რაც თავის მხრივ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ სარფიანი შეთავაზება და დაიწყოთ ახალი სამსახური ან გადახედოთ დიდი ხნის წინ გადადებული პროექტებს და მოიძიოთ მათი დასრულების ახალი გზები. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღსადგენად ან ახალი პარტნიორის მოსაძიებლად.

ქალწული – აქტიური და დატვირთული კვირაა. მეტი დროის დათმობა მოგიწევთ ოჯახის წევრების სურვილების დაკმაყოფილებასა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე. მართალია, გექნებათ გაუთვალისწინებელი ხარჯი, მაგრამ არ ღირს ეკონომიის გაკეთება, რათა მომავალში არ მოგიწიოთ ორმაგად გადახდა. გამოიჩინეთ მობილურობა და სხარტად აზროვნების უნარი, რადგან თავისუფლად შეიძლება მოულოდნელად შეცვლილმა გეგმებმა თქვენც სპონტანურად გაიძულოთ მოქმედება. მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს,  რადგან სწორედ მათი რჩევები დაგეხმარებათ შინაგან ტრანსფორმაციასა და ძირეული ცვლილებების განხორციელებაში.

სასწორი – მშვიდი, თუმცა ნაკლებად შედეგიანი კვირაა. ძალიან გაგიჭირდებათ ჩანაფიქრის განხორციელება და გეგმების ბოლომდე მიყვანა, თუმცა არ ღირს გაბრაზება და გაღიზიანება, უმჯობესია მოიძიოთ ახალი გზები სურვილების ასრულებისთვის. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, უმჯობესია კვირა საკუთარ თავსა და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების გარკვევაში გამოიყენოთ. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მიიღოთ დივიდენდები ძველი საქმიდან, თუმცა არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და გარშემომყოფებისთვის საკუთარი იდეების თავს მოხვევა, რადგან ვერ შეძლებთ მათ დაინტერესებას და მხოლოდ იმედი გაგიცრუვდებათ.

მშვილდოსანი –  ამ კვირის ფავორიტი თქვენ ბრძანდებით, რადგან მზე ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. სტაბილური იქნება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ლიდერული თვისებები და არ იზარმაცოთ, რათა არ გაუშვათ ხელიდან მეტად სარფიანი და პერსპექტიული შესაძლებლობები. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად წარმოსაჩენად და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად, მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

თხის რქა – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ახლა გაძლიერდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის, მით უფრო საიდუმლოს გათქმა, რათა თავად არ გათვალოთ საკუთარი მიზნები და გეგმები. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, უმჯობესია დაასრულოთ ძველი პროექტები და არ სცადოთ საკუთარი ვალდებულების სხვაზე გადაბარება. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.

მერწყული –  მშვიდი და სტაბილური კვირაა, თუმცა არ ღირს ზედმეტად დამშვიდება და აპათიას აყოლა, რადგან ასე მხოლოდ ობიექტურობის შეგრძნებას დაკარგავთ და ვერ შეძლებთ მოვლენების სათანადოდ შეფასებას, რაც სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. კარგი პერიოდია ახალი იდეების განხილვისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. არ თქვათ უარი მეგობრების დახმარებაზე, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ პრობლემების მოგვარებას.

თევზები – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენთუზიაზმისა და შრომისუნარიანობის ფონზე რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგინდებათ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ბოლომდე შესრულება, არაა გამორიცხული დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. გამოიჩინეთ მაქსიმალური ტაქტი და თავშეკავება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა და არ გამოიწვიოთ კონფლიქტი, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს პროფესიონალურ ზრდასა და კარიერულ განვითარებას.

გეომაგნიტური დღეები – 12, 13, 15 და 16 დეკემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები