LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 ივლისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1395
მიხეილ ცაგარელი

ვერძი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს პროვოკაციებს აყოლა და უმიზეზოდ გაღიზიანება. თავი შეიკავეთ კოლექტიური საქმიანობისგან, უმჯობესია იმუშაოთ ინდივიდუალურად და დაასრულოთ ძველი პროექტები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას, რადგან დასუსტებული ორგანიზმი ვერ გაუძლებს ზედმეტ დატვირთვას.

კურო  – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობა. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად, ახალი იდეების რეალიზებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ერთგვარ მოტივაციად იქცევა ახალი პროექტებისთვის. მთავარია არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

ტყუპები  – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მართალია, გექნებათ ახალი პროექტების განხორციელების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი, მაგრამ არ ღირს ზედმეტად გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. თავი შეიკავეთ საკუთარი გეგმებისა და სურვილების გასაჯაროებისგან, რადგან ბევრი ეცდება ხელის შეშლას და წინაღობების შექმნას.  

კირჩხიბი  – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომისუნარიანობა, გაძლიერდება ინტუიცია. მთავარია, გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ მეტი ენთუზიაზმი და ინიციატივა, შემოქმედებითი ნიჭი და ლიდერული თვისებები, რადგან სწორედ ამ კვირაში გექნებათ ყველა იდეის განხორციელების შესაძლებლობა. კარგი პერიოდია ავტორიტეტის ამაღლებისა და გავლენის სფეროების გასაფართოებლად, ახალი საქმის დაწყებისა და ძველი პროექტების წარმატებით დასრულებისთვის, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. ნაკლებად გაგიმართლებთ შემდეგ კვირას, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში დაასრულოთ.

ლომი  – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან სწორედ ამ პერიოდში განიცდის თქვენი შინაგანი ენერგია ტრანსფორმაციას და დესტრუქციული კოსმიური ენერგიების გავლენას. მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები და მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ამასთანავე, გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი გეგმების ჩაშლას. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ნაბიჯით დაგაბრუნებთ უკან.

ქალწული  – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეგექმნებათ გაუთვალისწინებელი პრობლემები, მაგრამ წარმატებით შეძლებთ მათ დაძლევას და იდეების ნაწილობრივ განხორციელებას. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან სწორედ ამ კვირაში მიღებული ინფორმაცია და შეძენილი ნაცნობები დაგეხმარებიან სამომავლო გეგმების რეალიზებაში. ბევრად რთული იქნება შემდეგი კვირა, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში დაასრულოთ.

სასწორი  – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და ორგანიზმის ზედმეტად დატვირთვა. კარგი პერიოდია გადადებული შეხვედრების გამართვისა და ძველი საქმეების დასრულებისთვის, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ვერ შეძლებთ ყველა საქმის შესრულებას, მარცხი კი, განწყობას გაგიფუჭებთ და ნეგატიურად აისახება თქვენს თვითშეფასებაზე.

მორიელი  – მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ინტუიცია და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და საიმედო საქმიანი პარტნიორების შესაძენად, რომლებიც იდეების განხორციელებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან.

მშვილდოსანი  – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და არაა გამორიცხული დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ ღირს გარისკვა და დაუფიქრებლად მოქმედება, რადგან ნებისმიერი მარცხი ნეგატიურად აისახება თქვენს თვითრწმენასა და თვითშეფასებაზე. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარს, რადგან ზედმეტი ინფორმაციის გაცემით მხოლოდ კონკურენტებს გააძლიერებთ.

თხის რქა  – მეტად ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ნებისყოფა და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. თუმცა არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება, უმჯობესია ურთიერთობა მოაწესრიგოთ საქმიან პარტნიორებთან და სწორედ მათთან თანამშრომლობით განახორციელოთ ერთობლივი პროექტები. კარგი პერიოდია საქმიან და პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებისა და განახლებისთვის. ბევრად რთული იქნება შემდეგი კვირა, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში დაასრულოთ.

მერწყული  – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, რაც არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთანაც გაგიფუჭებთ ურთიერთობას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად. არ ღირს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან ვერ შეძლებთ მათ დარწმუნებას და ისევ თქვენ იზარალებთ.

თევზები  – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაძლიერდება ინტუიცია, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. თუმცა არ ღირს ილუზიებს აყოლა და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა, არაა გამორიცხული პარტნიორებმა ძველი ვალდებულებები შეგახსენონ და სწორედ ამ კვირაში მოგთხოვონ მათი შესრულება.

გეომაგნიტური დღეები  – 5, 6 და 7 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები