LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (31 ივლისი – 6 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას. თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, რომლებიც მომავალში მოგიტანთ შემოსავალს. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში (4 აგვისტოს შემდეგ), რადგან მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიონალურ საქმიანობაში, არაა გამორიცხული შეგექმნათ სერიოზული ფინანსური პრობლემებიც.

კურო – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, დაქვეითებული თვითრწმენის ფონზე კი, განწყობას გაგიფუჭებთ ყველა წვრილმანი. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, თუ ვერ ახერხებთ შვებულების აღებას, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღება. ბევრად რთული და დაძაბული იქნება კვირის მეორე ნახევარი (4 აგვისტოდან), მოიმატებს კონფლიქტები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულეთ.

ტყუპები –  დინამიური, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. მართალია, მარცხისა და წარმატების მუდმივი მონაცვლეობით ცოტას დაიღლებით, მაგრამ საბოლოო შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩებით. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების გაბმისა და გავლენიანი ადამიანების გასაცნობად, საჭირო ინფორმაციის შეგროვებისა და თქვენს სასარგებლოდ გამოსაყენებლად. მთავარია, არ დაიზაროთ, მაქსიმალურად გააქტიურდეთ და კვირის პირველ ნახევარში (4 აგვისტომდე) დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რადგან მეორე ნახევარი ნაკლებად იღბლიანი იქნება, მით უფრო, რომ სწორედ ამ პერიოდში ეცდებიან ფარული მტრები და მოშურნეები თქვენი გეგმების ჩაშლას. არავითარ შემთხვევაში არ გაამხილოთ საკუთარი გეგმები, არ ღირს არც საკუთარ მიღწევებზე საუბარი, რადგან ბევრს თქვენი წარმატება მხოლოდ გააღიზიანებს.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი პროექტების განხორციელებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული სამყაროსგან მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარი, რომელიც ძალიან გაგახარებთ. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 4 აგვისტოდან, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება კოლეგებთან ურთიერთობისას, არ ღირს ფულის ფუჭად ხარჯვა და მსხვილი საყიდლების გაკეთება. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია, მოერიდეთ საეჭვო ადამიანებსა და ავანტიურულ გარიგებებში მონაწილეობას.

ლომი – იღბლიანი, მეტად წარმატებული კვირაა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, ძველი პროექტების დასრულებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მართალია, ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით თქვენ წარმატების მოპოვების ყველაზე მეტი შანსი გაქვთ, მაგრამ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში (4 აგვისტომდე) მოაგვაროთ, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენზეც ნეგატიურად აისახება. არ ღირს ემოციებს და ცდუნებებს აყოლა, ქაოსის მოწყობა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები და საკუთარი შესაძლებლობები, რათა ფუჭად არ დახარჯოთ დრო და ენერგია იმ საქმეში, რომელიც შედეგს არ მოიტანს.

ქალწული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად თქვენც კვირის პირველ ნახევარში (4 აგვისტომდე) გმართებთ ძველი პროექტების დასრულება და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენს გეგმებსაც შეაფერხებს კვირის მეორე ნახევარში, მით უფრო, რომ სწორედ ამ პერიოდში გაძლიერდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. არ ღირს არც ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და დაქვეითებული შრომისუნარიანობის ფონზე ყოველდღიური საქმეების შესრულებაც გაგიჭირდებათ, რაც თქვენს გაბრაზებას გამოიწვევს, წუწუნითა და ჩივილით კი, გარშემომყოფებს გააღიზიანებთ.

სასწორი – საკმაოდ კარგი, შედეგიანი კვირაა. შეძლებთ ძველ პრობლემებში გარკვევას და საყოფაცხოვრებო, ფინანსური სირთულეების მოგვარებას. მართალია, იღბალი თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ უმჯობესია ყველა საქმე კვირის პირველ ნახევარში (4 აგვისტომდე) მოაგვაროთ, რადგან მეორე ნახევარში მოშურნეების და ფარული მტრების ინტრიგები საგრძნობლად შეასუსტებენ თქვენს პოზიციებს და ავტორიტეტს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, არ ღირს საკუთარი სიმართლის ჯიუტად მტკიცება, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ და მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეიქმნით.

მორიელი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე განსაკუთრებით არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა. მართალია, გაგიტაცებთ ნოსტალგია და წარსულის მოგონებები, მაგრამ არ ღირს ნეგატიურ ფიქრებს და გრძნობებს აყოლა. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რათა თქვენი უგუნებობა არ გახდეს კონფლიქტის და სერიოზული უსიამოვნებების მიზეზი. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები, თავი შეიკავეთ იმ დაპირებებეის გაცემისგან, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ. ყურადღებით შეისწავლეთ ყველა შეთავაზება, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი წინადადება შესაძლოა  მხოლოდ ზარალის მომტანი აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი – აქტიური, მეტად საინტერესო კვირაა. თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში, რომლებიც აუცილებლად ახალ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. კარგი პერიოდია თვითშემეცნებისთვის, საკუთარ ფიქრებსა და სურვილებში გასარკვევად. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე 4 აგვისტომდე მოაგვაროთ, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა თქვენც გაიძულებთ გეგმების შეცვლას. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, ვერ შეძლოთ მათი დაინტერესება საკუთარი იდეებით, რაც ორმხრივი გაღიზიანების და კონფლიქტის მიზეზი გახდება.

თხის რქა – დაძაბული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნით თქვენს გარშემო მიმდინარე ცვლილებები, რომლებზეც ვერ შეძლებთ გავლენის მოხდენას და თქვენს სასარგებლოდ წარმართვას. არაა გამორიცხული რადიკალურად შეიცვალოთ დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ, თვალი აგეხილოთ ძველ ნაცნობებზე და ის დაინახოთ, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდით. მართალია, მოგიწევთ შეეჩვიოთ ახალ გარემოს, მაგრამ არ ღირს გულის გატეხა, რადგან ახალი ყოველთვის ძველზე უკეთესია. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, ისარგებლეთ შვებულებით, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

მერწყული – აქტიური და საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოულოდნელობები გელით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. არაა გამორიცხული გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები ან დაბრუნდეს ძველი სიყვარული. კარგი პერიოდია რემონტის გაკეთებისთვის ან ბინის დიზაინის შესაცვლელად, რაც სოლიდური ხარჯის გაწევას გაიძულებთ, თუმცა დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.

თევზები – საინტერესო, თუმცა რთული კვირაა. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც ახალ შთაბეჭდილებებს მოგიტანენ და სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში 4 აგვისტომდე მოაგვაროთ, რადგან ბევრად რთული იქნება მეორე ნახევარი, როცა იძულებული გახდებით დაემორჩილოთ გარშემომყოფთა ნებას და იმოქმედოთ მათი ინტერესების გათვალისწინებით. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა უნებურად არ აღმოჩნდეთ სხვათა ავანტიურაში ჩაბმული და არ გაირთულოთ ცხოვრება.

გეომაგნიტური დღეები – 1, 3 და 5 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები