LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 თებერვლის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1269
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – გაძლიერებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გავლენას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი გეგმების დასახვას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. გაითვალისწინეთ მეგობრების და კოლეგების რჩევები, რადგან სწორედ მათი წყალობით შეძლებთ ახალი ინფორმაციის მიღებასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებას, საქმესა და პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა გარშემომყოფები შეგნებულად ან შეუგნებლად შეაფერხებენ თქვენი სურვილების რეალიზებას.

კურო – დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. კარგი პერიოდია ახალი ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, პირად და საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ მეურვეობას გაგიწევენ, არამედ ფინანსურადაც დაგეხმარებიან. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში. არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

ტყუპები –  გაძლიერებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და მოტივაცია. შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობისა და კომუნიკაბელურობის, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების გაბმისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოიძიოთ შემოსავლის დამატებითი წყაროები და გადაჭრათ მეტად სერიოზული ფინანსური პრობლემები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად განვითარებული მოვლენების ფონზე თქვენც სწრაფად მოქმედება და ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, რადგან მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, არ ღირს იმპულსურად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

კირჩხიბი – დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისთვის, ცვლილებების განხორციელებისა და საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს გეგმები და სპონტანურად მოგიწიოთ მოქმედება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა მეტად სარფიან შეთავაზებებს მიიღებთ, თუმცა საბოლოო ჯამში უმეტესობა არ გაამართლებს. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

ლომი – გაძლიერებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და მოტივაცია. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ახალი პროექტების დაწყებას და ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს ინტერესებს. განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ილუზიებს აყოლილს ძალიან გაგიჭირდებათ მოვლენების ობიექტურად შეფასება. არაა გამორიცხული კოლეგებმა და ხელმძღვანელებმა შესრულებული საქმე დაგიწუნონ და გაგაკრიტიკონ, თუმცა არ ღირს ემოციებს აყოლა და კამათში ჩაბმა. თავი შეიკავეთ რისკისა და იმპულსური მოქმედებისგან, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

ქალწული – დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შემცირდება ენთუზიაზმი და შრომის უნარი, ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები გადაღლილობის ფონზე. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ბევრი ეცდება თქვენს პროვოცირებას და კამათში ჩაბმას, თუმცა არ ღირს ემოციებს აყოლა და გარშემომყოფებთან დაპირისპირება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი პრინციპების და ინტერესების დაცვა, თუმცა სწორედ პრინციპულობა დაგეხმარებათ კოლეგებს შორის ავტორიტეტის მოპოვებაში.

სასწორი – გაძლიერებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და მოტივაცია. შეძლებთ კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, ახალი სასიყვარულო პარტნიორის შეძენისა და ძველი ურთიერთობის მოწესრიგებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი და გადახვიდეთ ახალ ბინაში, მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან ან დააბანდოთ მსხვილი კაპიტალი. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა მოულოდნელად შეცვლილი მოვლენები დაუგეგმავად, სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ და თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს.

მორიელი – დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შემცირდება ენთუზიაზმი და შრომის უნარი, ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა, რადგან საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება დაგეგმილზე მეტ დროსა და ფინანსებს წაგართმევთ. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შეძენისა და ახალი საქმის დასაწყებად, თანამშრომლობისა და კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობისთვის, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი იდეების რეალიზებას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მაინც არ ღირს კამათი და კონფლიქტებში ჩაბმა.

მშვილდოსანი – გაძლიერებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დაწყებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისთვის, ახალი ინფორმაციისა და ახალი ნაცნობების შეძენისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა შემცირებული ურთიერთგაგების ფონზე ვერ შეძლებთ კოლეგებთან საერთო ენის მოძიებას. ამასთანავე, ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენების, ფინანსებისა და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას, რაც სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება.

თხის რქა – დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შემცირდება ენთუზიაზმი და შრომის უნარი, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, ძველი საქმეების, ურთიერთობის დასრულებისა და და ახალი იდეების განხორციელებისთვის. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა მოზღვავებული ამბიციების მიუხედავად, ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს თქვენს ავტორიტეტს. არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ სერიოზული ხარჯის გაწევა.

მერწყული – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა წლის განმავლობაში, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა პოზიტიური შანსი. გაძლიერდება იმუნიტეტი და ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და მოტივაცია. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას. არაა გამორიცხული სპონტანურად მოინდომოთ ცხოვრების წესის ან საცხოვრებლის შეცვლა და გადახვიდეთ ახალ ბინაში. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა მოიმატებს ილუზიები, სულსწრაფობა და ოცნებების ასრულების სურვილი კი, არ მოგცემთ მოვლენების ობიექტურად შეფასების და ცივი გონებით მოქმედების საშუალებას. არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან ძალიან ძვირად დაგიჯდებათ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

თევზები – დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შემცირდება ენთუზიაზმი და შრომის უნარი, ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც მეტად დამოკიდებულს გაგხდით კოლეგებზე. სირთულეების მიუხედავად, მაინც არ ღირს გაბრაზება და გაღიზიანება, რადგან ასე ძალიან გაგიჭირდებათ მოვლენების ობიექტურად შეფასება და სწორად მოქმედება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა მოიმატებს ჭორები და ინტრიგები, გაძლიერდებიან მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

გეომაგნიტური დღეები – 9, 10, 11თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები