LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვირის თემა და ჩვენი წლის გმირები მწვანე პასპორტზე გამარჯვებული დაქირავებული, უნებლიე თუ ბუნებრივი მტროლავები არიან…” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

212
natiafanjikidze-2021-09-21-10-54-16-961508

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.

თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საკითხზე მეორე დღეა გამოხმაურება არ წყდება. ამჯერად, პოსტს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე აქვეყნებს.

“უნიკალური ერი ვართ, მსოფლიო და კერძოდ ჩვენი რეგიონი ცივი ომის პირობებშია, ისიც კი შეიძლება ვთქვათ, რომ გარდამტეხი ისტორიული მომენტი დგას, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა შემდგომი განვითარების როგორ კალაპოტში აღმოჩნდება, ფონს გავა, ხუთკუნჭულასავით გადაასწრებს დევს ხიდზე, თუ დიდი ხნით ჩაფლავდება.

ჩვენი კვირის თემა და ჩვენი წლის გმირები კი მწვანე პასპორტზე გამარჯვებული დაქირავებული, უნებლიე თუ ბუნებრივი მტროლავები არიან. ზედაპირიდან ქაფის მოხსნის დიდოსტატები ვართ, ქვაბში რა იხარშება, ჩვენივე ხორცი იქნებ, ჩამხედავი არავინაა”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g