ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, გუშინ, ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება.
"TV 25"-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც გვიან ღამით, შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.
1 გარდაცვლილი და 2 უგონო მდგომარეობაში - უბედური შემთხვევა ბათუმის კლუბში
მისი თქმით ქვეყანაში ეს პრობლემა მწვავედ დგას, თუმცა ერს ამისთვის სად სცალია. ნარკოლოგი ახალგაზრდებს მოუწოდებს სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ და ხანმოკლე სიამოვნებისთვის მათთვის უცნობი ნივთიერებები არ მიიღონ, რადგან ეს სიკვდილს იწვევს.
“დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა – 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში, ბათუმში, 2 ახალგაზრდა გოგონა კომაშია და რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია მიიყვანეს კლინიკაში!!! დიგანოზი ტოქსოური ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკიცია, სიკვდილის მიზეზი გულისისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა! სად სცალია ერს ამისათვის!!! ბევრად სხვა საქმით ვართ დაკავბულები.
კვლავ სინტეტური ნარკოტიკი, უცნობი სუბსტანცია !!! მძლავრი დარკნეტი!! და სრული უცოდინრობა რასთან გვაქვს საქმე!! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღოთ ნივთიერება, რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!” – წერს ზურა სიხარულიძე.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამეს, ბათუმის კლინიკაში ერთ-ერთ კლუბიდან კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ბინაზე გაწერეს.