LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: მოქმედებს თუ არა კოვიდის ვაქცინა სპერმის ხარისხზე?

347
Capture

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელ, ახალგაზრდა მამაკაცებში  სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება არ აღინიშნება, – აღნიშნულ ინფორმაციას „სი ენ ენი“ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის ფარგლებში გამოიკვლიეს 25-დან 31 წლამდე ასაკის 45 მამაკაცი, რომლებიც „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებით იყვნენ აცრილი.

ჩიკაგოს რეპროდუქციის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორის, დეივიდ კოენის განცხადებით, ადამიანებს ახლა უკვე შეუძლიათ თამამად აიცრან, რადგან კვლევა ადასტურებს, რომ მამაკაცებში ვაქცინაციის შემდეგ რეპროდუქციული პრობლემების განვითარების რისკები მინიმალურია და თითქმის არ არსებობს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში არ შეუსწავლიათ შესაბამისი მონაცემები სხვა ვაქცინებით, მაგალითად „ჯონსონი და ჯონსონის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ პირებში. მიუხედავად ამისა, მკვლევრები არც ამ შემთხვევაში ელიან განსხვავებულ შედეგებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან ერთ რამეზე – უფრო სრული სურათის მისაღებად გაცილებით ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g