LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: წითელი ღვინო სიცოცხლეს ახანგრძლივებს

240
wine-890370-1280-epicantus-pixabay

იმ დასკვნამდე, რომ ღვინის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, მეცნიერები ჯერ კიდევ 90-იან წლებში მივიდნენ. თუმცა მას შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა ისინი კიდევ ერთ საინტერესო დასკვნამდე მიიყვანა –  ღვინის ზომიერ მოხმარებას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წითელი ღვინო ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკებს  და თქვენ წარმოიდგინეთ, სისხლის წნევასაც.

იმ ადამიანებს შორის, ვინც ალკოჰოლს მინიმალური ოდენობით მაინც მოიხმარს, ღვინის მოყვარულებს ყველაზე იშვიათად აწუხებთ გულის დაავადებები. (მათი რიცხვი 34%-ით ნაკლებია ლუდის ან სპირტიანი სასმელების მოყვარულებთან შედარებით).

„ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა, რა სარგებლის მოტანა შეუძლია წითელ ღვინოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 90-ზე მეტი კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წითელი ღვინო აბალანსებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ანტიოქსიდანტის ფუნქციასაც ასრულებს. შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადამიანები, ვინც წითელ ღვინოს რეგულარულად, მაგრამ ზომიერად მოიხმარენ, გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ და ნაკლებად ავადდებიან გულის დაავადებებით. საოცარია, მაგრამ გამოკვლეულ ადამიანებს შორის ჯანმრთელობის ყველაზე კარგი მდგომარეობა იმათ აღმოაჩნდათ, ვინც რეგულარულად მოიხმარს ყავასაც“, – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g