LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაბირინთიტი

105
ლაბირინთიტი

ლაბირინთიტები შიდა ყურის ანთებითი დაავადებებია. ანთების გავრცელება შესაძლოა იყოს დიფუზური, როდესაც მთელი ლაბირინთი მწვავედ ანთებადია და ლოკალური, როდესაც ანთება შემოფარგლულია. ინფექციური ლაბირინთიტი ორმაგი რისკის მატარებელი პათოლოგიაა;  შემოფარგლული ლაბირინთიტი ვითარდება, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ძვალზე მიმდინარე ანთებითი პროცესი გავლენას ახდენს ლაბირინთზე, აზიანებს მის ძვლოვან კაფსულას და იწვევს ლაბირინთის გაღიზიანებას. მისი გამოვლინება მწვავეა ან, ქრონიკულად მიმდინარე. სიმპტომებია: თავის სწრაფი მოძრაობა, ტრაგუსის კომპრესია. ხოლო კლინიკურად გამოიხატება წონასწორობის დაკარგვით ან სივრცეში მსუბუქად ყოფნის შეგრძნებით. როდესაც ასეთი კლინიკური ნიშნები გვაქვს, ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია, რადგანაც არსებობს კოფოზის (სმენის სრული დაკარგვა) განვითარების დიდი რისკი.

მწვავე ლაბირინთიტს ახასიათებს უეცარი წამოწყება, დიფუზურად მიმდინარე ანთების გამო. იგი გვხვდება შემდეგი პათოლოგიების გართულების შედეგად:
ბაქტერიული, მწვავე ოტიტები; ოვალური სარკმლის ქირურგიული ჩარევები (ოტოსკლეროზის ოპერაცია), ოსიკულოპლასტიკები; აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და პარენტერალური ანტიბიოტიკოთერაპია, რაც, შესაძლოა, განკურნებით დამთავრდეს. თუმცა, თუ სეროზული ლაბირინთიტი ჩირქოვანში გადავიდა, მაშინ შესაძლოა კოხლეო-ვესტიბულარული სისტემის მთლიანი მოშლა განვითარდეს, რაც სიყრუეს და დამაინვალიდებელ ვერტიგოს დატოვებს.

ჩირქოვანი ლაბირინთიტები ძალიან სერიოზული დიაგნოზია. მას, უმეტესწილად, ახლავს როტაციული ვერტიგო, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება; კოფოზი.

მკურნალობა, ძირითადად, ანტიბიოტიკოთერაპიას გულისხმობს, რაც მენინგიტის საწინააღმდეგოდ ინიშნება. ინფექციამ ლაბირინთიდან შიდა სასმენი მილით ან, იშვიათ შემთხვევაში, ლოკოკინას მეშვეობით, შესაძლოა შეაღწიოს სუბარაქნოიდულ სივრცეში და გამოიწვიოს მენინგიტი. ამავე გზით, შესაძლოა მოვახდინოთ ინფექციის პროპაგაცია ლოკოკინაში და ლაბირინთში, რაც ადვილად ხსნის ჩირქოვანი მენინგიტის მიზეზით ჩამოყალიბებულ კოფოზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები