LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაბრადორი უნივერსიტეტში მიიყვანეს – ის სტუდენტებს სტრესის მოხსნაში ეხმარება (ვიდეო)

968

შავი ლაბრადორი სიფი დანიის ერთ-ერთი ქალაქის უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ დადის, რომ სტუდენტებს სტრესი შეუმციროს და კომფორტი შეუქმნას. ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს. კვლევებმა აჩვენა, რომ კლასში ძაღლის ყოფნას ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

შარლოტა გლინტბორგი-უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ამბობს, რომ ცხოველებს სტრესის მოსახსნელად, ზოგადად, საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც იყენებენ, იმიტომ რომ ისინი ადამიანებს ეხმარებიან, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ნებისმიერ სიტუაიაში.

ძაღლი რომ სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამას დანიელები კვლევებით ამყარებენ, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ სამსახურებში, უნივერსიტეტებში ევროპაში უკვე კარგად გამოცდილი მეთოდი დანერგოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები