ლაბუბუ – უცნაური აზიური სათამაშო, რომელსაც ბევრი მხოლოდ „დროებით გატაცებად“ მიიჩნევდა, გარდა იმისა, რომ გლობალურ ბიზნეს ფენომენად იქცა, კოლექციონერების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, eBay-ს აუქციონზე, 10 585 აშშ დოლარად გაიყიდა 2023 წელს გამოშვებული ლაბუბუს ის მოდელი, რომელიც ჩინური კომპანიის Pop Mart-ისა და სპორტული სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის Vans-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
ყავისფერ თოჯინას Vans-ის ქუჩის სტილის სამოსი აცვია – Sk8-Mid-ის სპორტული ფეხსაცმელი, Vans-ის სვიტერი და ლურჯ-ნარინჯისფერი ქუდი წარწერით „The Monster“, პერსონაჟების სერიის სახელი, რომელსაც ლაბუბუ ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ყველაზე ძვირად გაყიდული ლაბუბუ. 2024 წლის მაისში, Sotheby’s-ის აუქციონზე, Three Wise Labubu-ში 28 300 აშშ დოლარი, მიმდინარე წლის ივნისში კი, Sacai x Seventeen x Labubu-ში 31 250 აშშ დოლარი გადაიხადეს.