LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაბუბუს მწარმოებელი მუშახელს ექსპლუატაციას უწევდა

128
ლაბუბუ

აშშ-ში დაფუძნებულმა შრომითი უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ China Labor Watch (CLW), მის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მუშახელის ექსპლუატაციის მტკიცებულებები გამოავლინა იმ ჩინურ ქარხანაში, რომელიც ვირუსულად პოპულარულ Labubu-ს თოჯინებს აწარმოებს.

ირკვევა, რომ Pop Mart-ის ერთ-ერთი მიმწოდებელი თანამშრომლებს გადაჭარბებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას აიძულებდა, სთხოვდა ხელმოწერას ცარიელ ან არასრულ კონტრაქტებზე და არ უზრუნველყოფდა მათ ანაზღაურებად შვებულებას.

China Labor Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევა ჩატარდა Shunjia Toys Co Ltd-ში, Pop Mart-ის სათამაშოების ძირითად საწარმოო ობიექტზე, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, გუანდუნის პროვინციაში მდებარეობს.

ორგანიზაციის მკვლევრებმა ქარხანაში, სადაც 4500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რამდენიმე ათეული ინტერვიუ ჩაწერეს. მათ მუშახელთან პირისპირ საუბრისას დასაქმების, კონტრაქტებისა და სამუშაო პირობების საკითხები განიხილეს.

Pop Mart-მა BBC-ის განუცხადა, რომ წარდგენილ საჩივრებს იძიებს და იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომები დადასტურდება, მისი სათამაშოების მწარმოებლებს მკაცრად მოსთხოვს თანამშრომელთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლას.

Pop Mart-მა ასევე დასძინა, რომ ის რეგულარულად ატარებს მისი მიმწოდებლების აუდიტს, მათ შორის ყოველწლიურ დამოუკიდებელ შემოწმებებს, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ინსპექტორები ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g