LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაბუბუს თოჯინების მონაწილეობით მხატვრულ ფილმს „პადინგტონის“ რეჟისორი გადაიღებს – Pop Mart-ი კინოინდუსტრიაში შედის

123
ლაბუბუ

ლაბუბუ, რომელიც გაყიდვებში გლობალურ სენსაციადაა აღიარებული და რომელმაც მისი მწარმოებელი ჩინური კომპანია სათამაშოების მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთ გიგანტად აქცია, მალე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პერსონაჟად მოგვევლინება – Pop Mart-ი, პეკინში თემატური პარკის გახსნის შემდეგ, კინოინდუსტრიაშიც შედის.

Pop Mart-ი და Sony Pictures-ი უკვე ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ლაბუბუს თოჯინების მონაწილეობით ფილმის რეჟისორი პოლ კინგი იქნება, რომელიც ცნობილია ისეთი ნამუშევრებით, როგორებიცაა Paddington და Wonka. როგორც ირკვევა, პროექტი, რომელიც მსახიობების თამაშსა და კომპიუტერულ ანიმაციას გააერთიანებს, ამ ეტაპზე დამუშავების ფაზაშია. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტების შეფასებით, ლაბუბუს მედია ფრენჩაიზად გარდაქმნა Pop Mart-ისთვის ლოგიკური სტრატეგიული ნაბიჯია – თოჯინების შესახებ ფილმმა ის, შესაძლოა, სათამაშოების მწარმოებელი კომპანიიდან გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ მოთამაშედ აქციოს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ლაბუბუს მონაწილეობით მხატვრულ ფილმს კომერციული წარმატება ხვდეს წილად, რადგან ბოლო პერიოდში ჩინური ანიმაციის პოპულარობა მხოლოდ მზარდია, რაც განპირობებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორიცაა Ne Zha 2 და Black Myth: Wukong.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g