LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LACOSTE-ს ახალი არომატი უკვე „ვულე-ვუს” ქსელშია: „როდესაც ემოცია გიბიძგებს მოქმედებისკენ”

277
1 (14)

30 ოქტომბერს, პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ვულე-ვუმ“ მედიას Lacoste-ის მამაკაცის ახალი არომატი წარუდგინა.

LACOSTE-ს ბრენდი 1933 წელს წარმატებულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა, რენე ლაკოსტიმ დაარსა. მან ასევე გამოიგონა  მსოფლიოში პირველი პოლოს მაისური – კომფორტული, მაღალი ხარისხის  ჩოგბურთის მოთამაშეებისთვის. ძალიან მალე პოლოს მაისურმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და დღეს  LACOSTE მთელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ სპორტულ სამოსს და ტანსაცმლის ხაზს, არამედ სხვადასხვა აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და რა თქმა უნდა, სუნამოებს.

ბრენდმა ისტორია პარფიუმერიაში 1968 წელს გამოშვებული სუნამოთი – “Eau de Sport”–ით დაიწყო. LACOSTE-მ  წლების განმავლობაში უამრავი არომატი შემოგვთავაზა, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.

ამჟამად LACOSTE-ის ბრენდი წარმოგვიდგენს მამაკაცის ახალ არომატს Match Point. ელეგანტურობა, სამართლიანი თამაში და მტკიცე ხასიათი, ეს არის LACOSTE-ის მამაკაცის საიდუმლო და რაც მთავარია დახვეწილი სტილი. შეუპოვრობა და სითამამე წარმოადგენს მისი წარმატებისა და ქარიზმის მთავარ გასაღებს, ამ მამაკაცის გამორჩეული და მაცდური ძალის წყაროს.

არომატი შექმნილია დახელოვნებული პარფიუმერის Sophie Labbe-ს მიერ.

ეს სუნამო აგებულია, 2 მთავარ ნოტზე: მწვანე ნოტები – რეჰანის მომაჯადოებელი მწვანე ენერგია და მწარე ჯენტინის ტალღები. შავი ნოტები – ვეტივერისა და კაშმირანის ინტენსიური, ხისტი ვიბრაცია. სწორედ ეს ნოტები ქმნის ძლიერ, მტკიცე მასკულინურ არომატს, რომელიც ახასიათებს ბრენდის სიმბოლოს – ნიანგს.

Match Point სუნამო: როდესაც ემოცია გიბიძგებს მოქმედებისკენ. ისუნთქეთ Lacoste- ს ახალი მამაკაცური სურნელით, ორი კონტრასტული აკორდის ფეთქებადი შერწყმით და ითამაშეთ თქვენი რაუნდი !

Match Point-ის არომატი წარმოდგენილია 30 მლ, 50 მლ  და 100 მლ ფლაკონებში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები