საქართველოში ყველაზე წარმატებული და აღიარებული მასწავლებელი ლადო აფხაზავა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ წარმატებისკენ მიმავალ რთული გზა იხსენა.
„რომ დავბადებულვარ, თურმე მთელი სოფელი თოფს ისროდა. თქვეს, რომ ხმაურიანი ადამიანი ვიქნებოდი. ვიყავით მცირეშემოსავლიანი ოჯახი. მშობლებმა მითხრეს, უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება, ფული ვერ გადავიხადოთო. ერთი თხა გვყავდა. ყველა გაჭირვების დროს ვცდილობდით, რომ გაგვეყიდა, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიყიდა. ამ თხით გვინდოდა, პრობლემების მოგვარება, მაგრამ ვერ ვახერხებდით“, – იხსენებს აფხაზავა.
აფხაზავა ამბობს, რომ წარმატებების მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი დაბრკოლებები და შეურაცხყოფებები იყო.
„ტექნიკურ საგნებს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ იყო საგნები, რომელშიც ორიანიც კი არ მეკუთვნოდა. ჩემს ბავშვობაში ასეთი არამდგრადი ბავშვი, ითვლებოდა, რომ იყო ცუდი მოსწავლე. ამიტომაც ვერ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პედაგოგიურზე ჩამებარებინა. გულის ტკენები, რაც მოსწავლეობის როს მიმიია, მინდოდა, მისი ცვლილებები მომეხდინა.“ ამბობს აფხაზავა.
„დედა ავადმყოფობით გარდაიცვალა, მამამ ვერ გაუძლო მის გარდაცვალებას და თავი ჩამოიხრჩო. მამაჩემის ჩამოხსნა ჩემი ხელებით მოხდა. იყო ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც ძალიან მაგრად შეიძლებოდა, რომ წავქცეულიყავი. მაგრამ რა ძალა მაყენებდა და რატომ მივდიოდი წინ, მართლა არ ვიცი…
შემთხვევით მოვხვდი, კონკურსზე, სადაც საქართველოში საუკეთესო მასწავლებელი უნდა გამოევლინათ. არასდროს მიფიქრია, რომ ამ ჯილდოს მე ავიღებდი.
როდესაც მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავებელსშორი მოვხვდი, ეს იყო ჩემთვის თითქმის გამარჯება. შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოვხვდი და რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ისეთ პრობლემბზე მომიწია ფიქრი, რომელზეც მანამდე საერთოდ არ მიფიქრია, მაგალითად გადაღებაზე ჩამოვიდა „ბიბისი“. სიუჟეტში ჩანს, რომ ფეხი მონგრეული მედგა, იმიტომ რომ ერთი ტუფლების გამოხეული იყო და ვცდილობდი, კადრში არ გამოჩენილიყო.“ იხსენებს ლადო აფაზავა.

ცნობისთვის, ლადო აფხაზავა 2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.
2018 წლის 13 დეკემბერს ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა, ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს კი იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.
