LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავა: „ბავშვმა მითხრა, სამი მასწავლებელი შემოვიდა კლასში და გაგლანძღათ, ყველას რომ პასუხი გასცეთ, გაკვეთილებს ვეღარ ჩაატარებთო…“

450
ladoafxazavanews5

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას იხსენებს საუკეთესო რჩევას, რაც ცხოვრებაში მიუღია.

„როცა უკვე მასწავლებელი ვიყავი, პატარა ბავშვმა, მეოთხე კლასელმა მოსწავლემ მირჩია ასეთი რამ: ნუ მიაქცევ სხვას ყურადღებას, დრო დაგეკარგებაო. ეს ამბავი კი ასე მოხდა: ზოგიერთი ჩემი კოლეგა ჩემი სწავლების მეთოდების მიმართ არასერიოზულად იყო გაწნყობილი და ბავშვებთანაც კი არ ერიდებოდნენ ამ თემაზე საუბარს. ამ ბავშვმა მითხრა: „სამი მასწავლებელი შემოვიდა კლასში და გაგლანძღათ, ყველას რომ პასუხი გასცეთ, გაკვეთილებს ვეღარ ჩაატარებთ. მოი, შენი საქმე გააკეთე! მოი, ვითამაშოთ…“ სახლში ბევრი ვიფიქრე მის სიტყვებზე და სხვებთან კამათში დროის დახარჯვას მართლა ჯობდა, ჩემი საქმე მეკეთებინა, რომელმაც დადებითი შედეგი ნამდვილად გამოიღო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g