LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

292
untitled-design-2-2021-07-15_08-41-37_877513

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ და სცემეს. შემთხვევა საკუთარ სადარბაზოში მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.

ამავე ინფორმაციით, ახლა ლადო აფხაზავა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

„როცა ეზოში შევედი, მანქანაც შემოვიდა. შავი მერსეესი იყო. მაგინეს, რო „შე „ნაციონალო“, შენ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ“ და ა.შ. მერე გადმოვიდნენ, საბარგულიდან ამოიღეს ხის ბატები, რაღაც დიდი ბეიზბოლის ჯოხები და დაიწყეს ჩემსკენ…მე არ ვაპირებდი, ამ ადამიანებისთვის ხელი დამერტყა და ამიტომ ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის ხის ჯოხები წავართვი, მაგრამ არ გადავაგდე და ისევ მანქანაში ჩავუდე. კი, ვიცი ვინც არიან, ვიეოც გადავიღე, იქ ჩვენ ბინაში ცხოვრობენ, – ამბობს აფხაზავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g