LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებული პოეტები 28 სექტემბერს დასახელებიან

122
ლადო ასათიანის პრემია

ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებული პოეტები 28 სექტემბერს დასახელებიან. ახალგაზრდა პოეტებისთვის ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსი საზოგადოება ქართულმა აგვისტოში გამოაცხადა.

მონაწილე ავტორს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა  გაეგზავნა ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სულ ცოტა 7 ლექსი. 

კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია პოეტებში, რაზეც მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს. ჟიური, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი წევრებისგან შედგება, გამარჯვებულს მიმდინარე კვირაში გამოავლენს. 

დაჯილდოება ოქტომბერში მწერალთა სახლის შენობაში გაიმართება.

საზოგადოება „ქართული“ მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა პოეტებს და მათ წარმატებებს უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები