„ქვეყანა არის უსაფრთხო და ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს არ იტაცებენ. თუ ვინმე აკავებს ვინმეს, ესე იგი, ის არის პოლიცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გასულ ღამეს, „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვაზე – „როდესაც ამდენი ადამიანი მომვარდება, როგორ უნდა გავარჩიო, რომ ისინი პოლიციელები არიან“ – ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა:
„უნდა ჰკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს. უნდა ენდოთ, იმიტომ, რომ პოლიცია თქვენს ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა, დაგარეკვინებენ და გაგათავისუფლებენ“, – თქვა ვლადიმერ ბოჟაძემ.
❗ "თუ გეტყვიან რომ პოლიციაა, უნდა ენდოთ. თუ გატაცებული აღმოჩნდებით, მოითხოვთ 112-ში დარეკვას, დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ" – ლადო ბოჟაძის ცინიკური პასუხი ტვ პირველის ჟურნალისტს
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2025
შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი გასულ ღამეს, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ნოდარ მელაძე: გაიტაცეს „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული