LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე ირაკლი კობახიძეს: „მადლობას ვეუბნები ასეთი სიღრმისეული ანალიზისათვის, ტრიბუნასთან იდგა დახვეწილი პოლიტიკოსი და მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში“

123
ლადო კახაძე

„[ირაკლი კობახიძეს] მადლობას ვეუბნები ასეთი სიღრმისეული ანალიზისათვის. მადლობა მის გუნდს, მთლიანს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდზე უდგას ქვეყნის სასიცოცხლო სტრატეგიული ინტერესის განვითარებას და თავისი თავი დაუნახავს გამართულ მომავალში და მერმისთან ერთად“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს პარლამენტში, 2024 წლის ანგარიში წარადგინა.

ირაკლი კობახიძე: „2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს“

ლადო კახაძის სიტყვებით, „ტრიბუნასთან იდგა დახვეწილი პოლიტიკოსი და მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში“.

„ჩემო ბატონებო, მშვიდობა, სტრატეგია, სტაბილურობა – აუცილებელი პირობა – განვითარება, კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი – ეს არის ფუნდამენტური უსაფრთხო საყრდენი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის დამოუკიდებლობა.

დიახ, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობას განაპირობებს ამ კომპონენტების ერთიანობა, რომელსაც ურთულეს დროს სწორად უძღვება ქვეყნის ხელისუფალი, მადლობა ამისათვის ყველას“, – თქვა ლადო კახაძემ.

ირაკლი კობახიძე: „მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და უფრო მეტიც, მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g