LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე: ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის[ვიდეო]

113
ლადო

გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება ქვეყნისათვის საზიანო, – ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადა კახაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

“არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება მინდა გისურვოთ და ღირსეული მილოცვა იმ ადამიანისათვის, ვინც გაიმარჯვებს. მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც ჩვენზე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული.

გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება ქვეყნისათვის საზიანო. ხმა მივეცი შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არ აქვს” – განაცხადა ლადო კახაძემ

ის ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტუაციის დაძაბვა ხელისუფლების ინტერესში არ შედის.

“ის ყველაფერი, რაც სტაბილურობის საწინააღმდეგო ქმედებაა, მერწმუნეთ, ეს არის ინსპირირებული. ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. ქვეყანა, რომელიც არის დამოუკიდებლად ასოცირებული ევროკავშირში და მის სტრატეგიული პარტნიორების მეოხებით ევროატლანტიკური სივრცისკენ, ეს  არ მოსწონს  იმ ქვეყნაას, რომელიც ჩვენი ჩრდილოეთით არის განლაგებული და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ერთმანეთის სიძლიერე და პოტენციალი არა საერთო საქმისათვის, არამედ ერთმანეთის საპირსპიროდ გამოგვაყენებინოს. უნდა გვეყოს გონიერება ამ პროვოკაციას არ ავყვეთ”- აღნიშნა კახაძემ

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის – მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები