LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ პრემიერი სტუდენტების პროტესტს უნდა გამოეხმაუროს

95

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი კვლავ პიკეტირებულია. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა სასწავლო შენობა მოთხოვნების საფუძველზე დაიკავეს. აქციის მონაწილეები განათლების რეფორმას, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა შეხვდა.  რექტორი გაეცნო სტუდენტების მოთხოვნებს. მისი თქმით, კორპუსის პიკეტირებით სასწავლო პროცესი შეფერხდა, რასაც არ მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ სტუდენტებთან დიალოგი აუცილებელია.

„სტუდენტებს ჩვენი მოქალაქეები არიან და მათ აქვთ უფლება თავისი პოზიცია გამოხატონ.  განათლების სფერო მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ კორპუსი დაიკეტა და სასწავლო პროცესი არ ტარდება, სხვა სტუდენტებს ეშლება ხელი მე ეს არ მომწონს, როგორც რექტორს, როგორც პროფესორს.  ამიტომ ეხლა შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი იმ ადამიანების მიერ, ვისაც ეს ეხება,“ – აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით,შეეცდება, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობას.

„თუ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმაუროს სტუდენტებს, ფორმას თავად შეარჩევს. ერთ-ერთი ფორმაა განცხადების გაკეთება, აგრეთვე, სტუდენტებთან მოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს გასაკეთებელი აქვს,“-განაცხადა ვლდიმერ პაპავამ.

სტუდენტების აქციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთანაც გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g