LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

130

ადვოკატის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებული 6-ვე პირი ნაცემია. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა, განაცხადა, დაკავებულებიდან ორი, ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში არიან.

ადვოკატის თქმით, სასამართლო მათ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს იმსჯელებს. მისივე განცხადებით, ყველა დაზიანება შესაბამის ოქმებშია დაფიქსირებული.

„ყველა ნაცემია, ყველას აღენიშნება დაზიანება, თუმცა ლადო სადღობელაშვილს და გიორგი ჭელიძეს განსაკუთრებით. ეს დაზიანებები დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას. ლადო სადღობელაშვილი პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, გიორგი ჭელიძე კი იზოლატორიდან გადაიყვანეს ჰოსპიტალში. კადრებში, სავარაუდოდ, ჩანს, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები,“ – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

საპატრულო პოლიციამ გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g