„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება.
ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ პედაგოგმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები „ნაციონალს“ ეძახდნენ.
ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.