LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაღიძის გუნდი ევროპის ჩემპიონია! – „ისტორიაში პირველად, შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი“

473
ლაღიძის გუნდი

რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა უდიდესი წარმატება მოიპოვა – გუნდი European Choir Games & Grand Prix of Nations Aarhus 2025–ის გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში, გუნდმა 2 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კონკურსი 2025 წლის 28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით დანიაში, ქალაქ ორჰუსში გაიმართა. ღონისძიება ევროპის ყველაზე მასშტაბური საგუნდო კონკურსია და წელს მასში 35 ქვეყნის 130-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

„ლაღიძის გუნდი წარმატებით წარდგა კონკურსზე და თავისი შესრულებით საერთაშორისო ჟიურისა და მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

გუნდის გამოსვლამ მსმენელს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა, ხოლო პროფესიონალიზმმა და ქართულმა მუსიკალურმა თვითმყოფადობამ გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.

Interkultur გერმანული საგუნდო საზოგადოებაა, რომელიც 30 წელზე მეტია მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა საგუნდო კონკურსებს ატარებს. ისტორიაში პირველად კი, შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რაც საქართველოსთვის და გუნდისთვის ისტორიული და ემოციური მომენტი იყო.

ლაღიძის გუნდის წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მუსიკის საერთაშორისო წარმოჩენასა და ქვეყნის კულტურული იმიჯის გაძლიერებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g