LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის 240 000 ევრო გამოიყოფა

172

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, რაც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება 2017-2019 წლებში.

კერძოდ, მოხდება სახელფასო დანამატების გაცემა, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და აღდგენა, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი.

ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრი ვირესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კვანტალიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯეფ ჯაკომინმა მოაწერეს.

კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც ბუნების კონსერვაციაში, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში,  თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის უკვე მესამედ მოხდა კავკასიის ბუნების ფონდის მიერ გრანტის გამოყოფა, მანამდე მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2011 და 2014 წლებში.

ამჟამად, საერთო ჯამში, კავკასიის ბუნების ფონდი ათი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას აფინანსებს.

 

magti 5g