ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, თბილისში გადმოჰყავთ.
გავრცელებული ცნობით, ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სოფელ შრომასთან კი მანქანას ბავშვმა გადაურბინა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.