LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში დღესაც ხანძარია: ცდილობენ ცეცხლი ვენახებზე არ გადავიდეს

45

ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი კერძო პირის მეურნეობის შენობას უკიდია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ პირველ არხთან განაცხადა, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი ახლომდებარე ვენახებზე არ გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ხანძარი გუშინაც გაჩნდა, თუმცა სხვა ლოკაციაზე (აეროპორტის ქუჩაზე). დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე, გუშინ ცეცხლი ხმელ ბალახებს გაუჩნდა, თუმცა მისი ლოკალიზება სამაშველო ჯგუფებმა მალევე შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები