კომპანია შპს ”ლაიქი” – ამერიკული პროდუქციის ერთ–ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში, მომხმარებელს მსოფლიოში პოპულარული ბრენდების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას სთავაზობს. როგორც კომპანიის დირექტორმა ნინო კაპანაძემ ”პორტუნა პლუსს” განუცხადა, მომხმარებელს საშუალება აქვს ხელმისაწვდომ ფასებში გამოიწეროს მოდური და ხარისხიანი პროდუქცია არა უცხო ქვეყნებიდად, არამედ საქართველოშივე. მისივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოში აწარმოებს მსოფლიოში პოპულარული ბრენდების პროდუქციის იმპორტს. ტანსსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების გარდა, კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს საყოფაცხოვრებო ნივთების დიდ არჩევანს, როგორც მამაკაცებისა და ქალებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, მათ სავიზიტო ბარათს ფასი, ხარისხი და მოდა წარმოადგენს, საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია კი გათვლილია ყველა სეგმენტზე. ”მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს როგორიცაა : Celvin Klein, DIESEl, Black&White, H&M, Jones New York, US Polo, Kenneth Cole, BCBG Maxazria და სხვა”,- აღნიშნა კაპანაძემ.
”ლაიქი” თბილისში რამდენიმე მაღაზიას აერთიანებს. კომპანიამ მეტი ცნობადობისთვის გადაწყიტა ონლაინ გაყიდვები დაეწყო. მომხმარებელი არჩეულ პროდუქციას მარტივად, შეკვეთიდან 2 დღეში მიიღებს.
ნინო კაპანაძის განცხადებით, მსგავსი შეთავაზება სხვა კომპანიებს არ აქვთ და სწორედ ეს გაზრდის მათ მომხმარებელთა რიცხვს.
”მომსახურება როგორც ადგილზე მიტანას, ასევე ოფისიდან გატანასაც მოიცავს. საიტზე პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათების საშუალებით”, – აღნიშნა კაპანაძემ.
მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენა საიტზე www.americastyle.ge-ზე შეუძლიათ.