LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაითიერი“ – მზის ენერგიის ავტომობილის „ავტოსთორი“

30
lightyear

როცა ფიქრობ, როგორ გამოიყურებოდა პირველი ავტომობილი, მაშინვე გახსენდება ოთხ თხელ ბორბალზე მდგარი რკინის, გადაუხურავი კონსტრუქცია უზარმაზარი საჭით. ის ორთქლზე მუშაობდა. ორთქლის საშუალებით ძირითადად მატარებლები გადაადგილდებოდნენ, თუმცა 1870-ან წლებში მცირე მანქანებშიც შეძლეს მისი გამოყენება. დაახლოებით ასე მივიღეთ პირველი საწვავზე მომუშავე ავტომობილი.

რა ხდება დღეს? გავცდეთ გაზის, ბენზინის, დიზელის ისტორიას, გავცდეთ ჰიბრიდებს და გავცდეთ ელექტრომობილსაც. წარმოგიდგენთ „ლაითერს“

Lightyear 0 მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილია, მის ბატარეას დამუხტვიდან დამუხტვამდე რამდენიმე თვიანი შუალედის გაკეთება შეუძლია.

და მინდა გითხრათ, რომ ამ საოცარი ავტომობილის წარმოება უკვე დაიწყო.

ნიდერლანდურმა. სტარტაპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან თავისი სადებიუტო პროდუქტის წარმოება უკვე დაიწყო.

ეს მზის ენერგიაზე მომუშავე ერთადერთი მოდელი არ არის, მაგრამ აქამდე მსგავსი ტიპის ავტომობილი წარმოებაში არ ჩაშვებულა.

ავტომწარმოებელი, როგორც ჩანს, ელექტრომობილების გამოშვებას ჩქარობს, ასეთ დროს კი გამორჩეული და უნიკალური დიზაინის შექმნა, ცოტა რთულია.

ვიზუალი ახალი ელექტრომობილისთვის პრიორიტეტი არ არის, ის სტანდარტულ, პრემიუმ კლასის ელექტრომობილს ჰგავს, თუმცა, ავტომობილის ზედა ნაწილი ე.წ კაპოტიდან დაწყებული, საბარგულის ხუფით დამთავრებული მზის პანელებითაა გაწყობილი.

60 კვტ/სთ-იან ბატარეას დამუხტვაში, ავტომობილს, სწორედ ეს უნიკალური დეტალი ეხმარება.

Lightyear ირწმუნება, რომ პანელებს დღეში 70-კმ იანი დიაპაზონის უზრუნველყოფა შეუძლიათ. და თუ მზე არ გაგანებივრებთ, ერთჯერადი დამუხტვით ავტომობილი 625-კმ-ს გაგატარებთ.

სტარტაპმა განაცხადა, რომ ის ფინეთში, თავის ქარხანაში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილის 964 ეგზემპლარს შექმნის. თავდაპირველად ქარხნიდან კვირაში მხოლოდ ერთი მოდელი გამოვა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ 2023 წლისთვის ეს რიცხვი 5-მდე გაიზრდება.

Lightyear-ის სედანის ფასი, დაახლოებით, 262,000 დოლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები