LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი ბადურაშვილი სიმსივნის დიაგნოზზე და შვილის გარდაცვალებაზე: „ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი დარდით არავინ დატვირთო…“

8560
nini-badurashvili-news2323423434

ლალი ბადურაშვილი გია ჯაჯანიძესთან საკუთარი დიაგნოზის, სიმსივნის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ ადამიანმა დარტყმებს უნდა გაუძლოს:

„როცა გეუბნებიან, სიმსივნის მეორე სტადააო, როგორ შეიძლება, გაგიხარდეს?!. მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ ვაიმე, დავიქეცი. მე ახლა გადასხმაზე დავდივარ ყოველთვე და იქ არიან ახალგაზრდა გოგონები, 20-25 წლის, გული გაგისკდება. 81 წლის ქალს ან ეს დაგემართება, ან ის… რამდენიმემ თქვა, ისეთი განცდა მქონდა, რომ თავის მოკვლა მინდოდაო. ყველა ღმერთმა დალოცოს, მაგრამ ცხოვრება რთულია, როდის სად დაგარტყამს, არ იცი, ამიტომ ძლიერი უნდა იყო. ბედისწერას ვერსაც წაუხვალ, დარტყმაა? უნდა გაუძლო და არა დაღალო შენი ტვირთით, განცდებით სხვა ადამიანები…“

მსახიობმა ასევე ისაუბრა შვილის, ცნობილი კინორეჟისორის, ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებაზე:

„გავითიშე, გონება დავკარგე საკუთარი შვილის დასაფლავებაზე და რეანიმაციაში გამაქციეს, მას შემდეგ გულიკო ჩაფიძემ მიპატრონა, როგორც საკუთარს… ბედისწერა აბა, რა არის?!. ერეკლეს ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი ფილმის დასრულებამდე, პირველ თურქულ-ქართულ პროექტს… უნდა ჩამოსულიყვნენ თურქები. ქარები რომ იყო, თბილისის კადრების გადაღება უნდოდა. სიცხემ მისცა… აჟრიალებდა. მოვიდა ერთი დღე სასწრაფო, მეორედ, მაგრამ არაფრით არ გადააყვანინა თავი საავამდყოფოში. თურმე 40 სიცხით ფეხზე დადიოდა და ფილტვების ანთება დაემართა, მეხუთე დღე დაეწყო ხრჩობის პროცესი, მაშინ შეეშინდა… წინა დღეს რომ წასულიყო საავამდყოფოში, გადარჩებოდა… თვითონ ჰქონდა უცნაური სიზმრები. გიო ხუციშვილი რომ წავიდა, მისი ფოტო გვერდზე ედო და ერთხელ კი უთხრა, მეც მალე მოვალო… ამას ჯობია, შენ თვითონ მოკვდე. ამას არც ერთ დედას არ უსურვებ… აქაც არჩევანის წინაშე გაყენებს ცხოვრება. ხელების დაკბენა და დაგლეჯვა გინდა, სახლშიც არ უნდა გაჩერდე მაშინ… უნდა სადღაც მთაში წახვიდე და თუ რჩები აქ, რაღაცნაირად ისე იცხოვრო, რომ შენი დარდით არავინ დატვირთო. პატარა აივანი მაქვს, იქ ცას ვუყურებ, მარტო ვზივარ და ჩუმად ვტირი, ველაპარაკები… ასე მგონია, ისიც მისმენს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები