მოდელებმა ლალი ტოტიკაშვილმა და ირინა ონაშვილმა, მეგობრებთან სოფო ბურჯანაძესთან და ლელა ცინცაძესთან ერთად გადაწყვიტეს ძალები დიზაინერული კუთხით მოესინჯათ და ჟაკეტების ხაზზე იმუშავეს. სადებიუტო კოლექცია სეზონური და მოდური გამოვიდა და, როგორც თავად გოგონები ამბობენ, კოლექციაზე დიდი მოთხოვნაა.
– ლალი როდის გადაწყვითეთ დიზაინერობა და საიდან დაიბადა ეს იდეა?
-მე, ირინა ონაშვილი, სოფო ბურჯანაძე და ლელა ცინცაძე ვხელმძღვანელობთ სამოდელო სააგენტო – fashion sharm-ს, ერთ დღესაც გადავწყვიტეთ ცოტა სხვა კუთხით წაგვეყვანა ჩვენი საქმიანობა. ჩვენ გვყავს სააგენტოში როგორც უფროსი ასაკის, ასევე პატარა მოდელები, რომლებსაც ხშირად ვუკეთებთ ჩვენებებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ შექმნილი სამოსი გამოეტანათ ჩვენებაზე ჩვენს პატარა მოდელებს, პირველი ჟაკეტების ხაზიც საბავშვო დიზაინით დაიწყო, შემდეგ კი დავიწყეთ უფრო ზრდასრული ასაკის ქალბატონებისთვის მუშაობა.
-ესკიზებს თქვენ ქმნით თუ პროფესიონალებიც გეხმარებიან?
– ჩვენ პროფესიით დიზაინერები არცერთი ვართ, თუმცა გვაქვს გამოცდილება სამოდელო სფეროში, უკვე 17 წელია და ასე თუ ისე ამ სფეროში გვაქვს საკუთარი ხედვა. ჩვენ ვუზიარებთ იდეას ერთმანეთს და შემდეგ ერთად ვთანხმდებით დიზაინზე.
– სად არის შესაძლებელი თქვენი დიზაინით შექმნილი ჟაკეტების შეძენა?
-ამ ეტაპზე არ გვაქვს საკუთარი მაღაზია, თუმცა გეგმები ბევრია. ამჟამად იქმნება კოლექცია, რომლის ჩვენებასაც ვგეგმავთ და გვინდა მოდის კვირეულებზე და SHOW ROMM-ებში გატანა და არა მარტო საქართველოში, ამიტომ ამ დროისთვის გაყიდვებზე ნაკლებად ვართ ორიენტირებული, თუმცა მსურველები გვაძლევენ კერძო შეკვეთებს პირადი კონტაქტების მეშვეობით.
– დაახლოებით რა ღირს თქვენი დიზაინით შექმნილი ჟაკეტები?
– დაახლოებით ფასები 200 ლარიდან იწყება, დიზაინის და ზომის მიხედვით.
– ზამთრის კოლექციისთვის ყველაზე აქტუალური რომელი ფერებია?
-საქართველოში ყველაზე აქტუალური ფერი შავია, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ აქტიურად გამოვიყენოთ მუქი ბორდოსფერი.
– გისურვებთ წარმატებებს.
– ძალიან დიდი მადლობა.