LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი ტოტიკაშვილმა ტანისამოსის მაღაზია გახსნა

169

ლალი ტოტიკაშვილმა ტანისამოსის მაღაზია ოფიციალურად გახსნა.

”მაღაზია მე და ჩემმა მეგობრებმა გავხსენით, მაღაზიის სახელწოდებაა ” L. L. S.I“, იგი დღეიდან მზადაა მიიღოს მომხმარებელი. გამომდინარე იქედან, რომ მაღაზია ახალი გახსნილია კოლექციაც ახალია, რომელშიც შედის ფეხსაცმელი, რომლის ფასიც 190 ლარიდან იწყება, კაბები – 300 ლარიდან , ხოლო თბილი ნაქსოვი ჟაკეტების  შეძენა მსურველებს 500 ლარიდან შეუძლიათ.”- განაცხადა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ლალი ტოტიკაშვილმა.

ტოტიკაშვილის  თქმით, შედარებით ძველ კოლექციაზე ამჟამადაც მიმდინარეობს ფასდაკლება, კერძოდ, მსურველი ფასდაკლებით ჟაკეტებისა და კაბების შეძენას შეძლებს.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ ყველაფერი საქართველოშია დამზადებული, ” თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”L.L.S.I.“  ქართული ბრენდია, შესაბამისად ყველაფერს საქართველოში ვამზადებთ,”- აღნიშნა ტოტიკაშვილმა.

მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა  შეუძლიათ აბაშიძის  N62.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები