LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამარა აბჟანდაძე: ორჯერ გადავრჩი აცრით, ერთხელ ბავშვობაში, ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა “ასტრაზენიკით” ერთერთმა პირველმა ავიცერი

150
Untitled design

“მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ბავშვობაში, ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა “ასტრაზენიკით” ერთერთმა პირველმა ავიცერი”, – წერს 91 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე და საზოგადოებას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

აბჟანდაძე მოქალაქეებს უმორჩილესად სთხოვს, მიიღონ ქალის რჩევა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს:

“უკვე 91 წლის ვხვდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც, მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში, ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა “ასტრაზენიკით” ერთერთმა პირველმა ავიცერი.

მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივავარ, ვმუშაობ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. როცა ვისვენებ, ვუსმენ მუსიკას, ვტკბები ნახატებით, ზოგჯერ მათემატიკის რთულ ამოცანებსა და მაგალითებსაც ვიხსენებ, ესეც სიამოვნებას მანიჭებს..

დიახ, აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი წამალია. ასე რომ იცხოვრეთ აქტიურად, აიცერით დროულად. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ჩემი – ხანდაზმული ქალის რჩევა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს.” – წერს ლამარა აბჟანდაძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, ლამარა აბჟანდაძე კოვიდვაქცინით აპრილში აიცრა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g