LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამაზმანები შავებში: ირინა შეიკისა და ბელა ჰადიდის კაბების ომი (ფოტო)

125

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ირინა შეიკი ამჯერად პარიზში, სამკაულების ბრენდის De Grisogono-ს ღონისძიებას დაესწრო. მოდელი შავი ფერის, სექსუალურ კაბა-შარვალში გამოცხადდა საპრეზენტაციო ბანერთან. სექსუალური ანსამბლი კომბინირებული იყო მაღალყელიან ფეხსაცმელთან, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზსს შეიკის სექსუალურობას. სამკაული კი, შეიკმა De Grisogono-ს პერსონალური კოლექციიდან შეარჩია.

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო ბელა ჰადიდიც.  არანაკლებ სექსუალური იყო ამერიკელი მოდელის მინიატურული შავი კაბა, განსხვავებით შეიკისგან, ბელამ მინიმალისტური აქცენტი გააკეთა ვარცხნილობასა და მაკიაჟზე, რაც კიდევ უფრო ბუნებრივსა და მიმზიდველს ხდიდა ცნობილ მოდელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g