LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini ახალ Aventador-ს აღარ გამოუშვებს

101
lamborghini-aventador-news19

კომპანია Lamborghini-ს ფლაგმანი მოდელის აწყობა გაუჭირდა. სუპერქარის გამოსვლის თარიღად თავიდან 2020 წელი სახელდებოდა, შემდეგ 2021 წელი, იყო ვერსია 2022 წლის შესახებაც და ბოლოს თარიღმა 2024 წლამდე გადაიწია.

გავრცელებული ჭორების მიხედვით, Volkswagen Group-ს პრობლემა ძრავთან დაკავშირებით შეექმნა. შემოქმედებითი გუნდის ნაწილს 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავის ნაცვლად ატმოსფერული ჰიბრიდული აგრეგატის V8-ს გამოყენება სურს. ნაწილი კი V12-ის მომხრეა და ცვლილებებს სასტიკად ეწინააღმდეგება.

თუკი შეთანხმება ვერ შედგება და პრემიერა მართლაც რამდენიმე წლით გადაიდება კომპანიის საქმე არც თუ ისე კარგად წავა. მწარმოებელს მოუწევს რომ არსებული Aventador-ის სიცოცხლე გაახანგრძლივოს და სავარაუდოდ, რესტაილინგით დაკავდება. 2011 წელს გამოსული სუპერქარისთვის ეს საუკეთესო გამოსავალი ვერ არის, თუმცა სულ არაფერს მაინც ჯობს. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერიოდში Ferrari-მ რამდენიმე პრემიერა უკვე მოასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g