კომპანია Lamborghini-მ ახალი სუპერქარის პრემიერა დააანონსა. სიახლე ატმოსფერულ ძრავს V10–ს მიიღებს. თიზერზე დაყრდნობით, სარბოლო Huracan Super Trofeo Omologato–ს ფირმა 18 ნოემბერს წარადგენს. სერია STO შეზღუდული რაოდენობით გამოვა და Performante–ს ჩაანაცვლებს.
Lamborghini–ს თაყვანისმცემლები ექსტრემალური სპორტქარის პრემიერას უკვე ერთი წელია რაც ელოდებიან და პირველი პროტოტიპის ფოტოები ქსელში ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
წინასწარი ინფორმაციით, Huracan STO წინამორბედ მოდელზე 150 კილოგრამით უფრო მსუბუქი იქნება და უფრო ხარისხიან მუხრუჭებს მიიღებს. ატმოსფერული 5,2 ლიტრის მოცულობის V10 უცვლელად შენარჩუნდება და სავარაუდოდ 640 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. განსხვავებით სარბოლო Huracan Super Trofeo–სგან, კუპე STO საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილების უფლებასაც მიიღებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სიახლე 700 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა და სხვა დეტალებს Lamborghini მხოლოდ პრემიერის შემდეგ გაამხელს.