კომპანია Lamborghini–მ იტალიაში მდებარე ერთ–ერთი ქარხანა გადააკეთა და სამედიცინო ნიღბების წარმოებას შეუდგა. დამზადებულ ნიღბებს ბოლონიის ყველაზე დიდ საავადმყოფოს გადასცემენ.
ნიღბების შექმნას დანაყოფის მთელი პერსონალი შეუდგა. მანამდე ისინი სუპერქარების დიზაინის შექმნით იყვნენ დაკავებული, შემდეგ კი იძულებითი შვებულება ქონდათ.
თანამშრომელთა რაოდენობა კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ დღეში 1000–ზე მეტი სამედიცინო ნიღაბი დაამზადოს. ბუნებრივია, სანამ პროდუქცია საავადმყოფოში მოხვდება, მედიკოსთა სპეციალური კონტროლის გავლა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ Lamborghini ერთადერთი კომპანია არაა, რომელმაც მთელი ძალები სამედიცინო სფეროსკენ მიმართა. ექიმებს სხვა ავტომწარმოებლებიც ეხმარებიან, მათ შორისაა „ფორმულა 1–ის“ გუნდიც.