სპორტულმა დანაყოფმა Lamborghini Squadra Corse იდუმალი სუპერქარის პირველი ვიდეო გამოაქვეყნა. სიახლის შესახებ მთელი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საუბარი Huracan–ის ახალ სარბოლო მოდიფიკაციაზეა.
გავრცელებულ ვიდეოში ძალიან მიმზიდველი სპორტქარია ასახული. Squadra Corse სიახლის შესახებ არანაირ დეტალს არ ასაჯაროებს და ვიდეოს მხოლოდ პატარა წარწერა დაურთო – „ უახლესი ავტომობილი ავტოსპორტისთვის“, რომელიც მრბოლელებს „უპრეცედენტო გამოცდილებას“ მისცემს.
სავარაუდოდ, დანაყოფმა Huracan–ის ოჯახისთვის ახალი წევრი შექმნა, რომელიც GT3 Evo–ს და Super Trofeo Evo–ს შეუერთდება და იტალიური ბრენდის სარბოლო სერიის ნაწილად იქცევა.