LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ს კრიზისი არ აწუხებს და გაყიდვების რეკორდებს ხსნის

30
lamborghininews

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ავტო სამყარო დიდ კრიზისს განიცდის, Lamborghini-მ მაინც რეკორდული რაოდენობის სუპერქარი გაყიდა. 2021 წლის სამი კვარტლის განმავლობაში იტალიურმა ბრენდმა კლიენტებს 6902 ავტომობილი გადასცა, ეს კი 6%-ით უფრო მეტია ვიდრე რეკორდულ 2019 წელს იყო. სუპერქარებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში გაიზარდა და ბრენდის ბესტსელერი კროსოვერი Urus-ია.

როგორც ჩანს, მიკროჩიპების დეფიციტი Lamborghini-ს არ შეხებია და Urus-ის გაყიდვები 9 თვის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა – 4085 ეგზემპლარს მიაღწია. სუპერქარ Huracan-ს 2136 მყიდველი გამოუჩნდა. რაც შეეხება Aventador-ს, მოდელის ასაკის გათვალისწინებით მოთხოვნა სტაბილურია.

ყველაზე მეტი ავტომობილი(38%) Lamborghini-მ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონში გაყიდა. მეორე ადგილზე 35%-ით ამერიკაა. ასევე, საინტერესოა რომ ახალი Lamborghini-ების მყიდველების 59% Urus-ს ირჩევს, 31% – Huracan-ს, ხოლო Aventador 10%-იანი მაჩვენებლით, საპატიო მესამე პოზიციას იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g