LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-ს რეკორდული გაყიდვები და შემოსავლები აქვს

108
Lamborghini-ს რეკორდული გაყიდვები და შემოსავლები აქვს

Lamborghini რეკორდული შემოსავლებით ამაყობს. მაშინ როცა Audi-მ, Benltey-მ, Porsche-მ და თავად Volkswagen-მა წელი მთავარი მაჩვენებლების გაუარესებით დაასრულეს, Lamborghini გადასარევ ხასიათზეა. ბრენდს ახალი რეკორდები აქვს: გაყიდვები 10 687 მანქანამდე(+5,7%) გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 3,09 მილიარდი ევრო (+16,2%) შეადგინა, ოპერაციული შემოსავალი 835 მილიონ ევრომდე(15,5%) გაიზარდა. კომპანიის ისტორიაში ასეთი წარმატებული პერიოდი აქამდე არ ყოფილა.

Lamborghini-ს პროგრესი სწორი მარკეტინგული სტრატეგიის და თანამედროვე მოდელთა ხაზის დამსახურებაა: სუპერქარები თაობებს იცვლიან, ხოლო კროსოვერი განახლდა და ჰიბრიდული გახდა. ბესტსელერად რჩება Urus (5662 ეგზემპლარი), მეორე ადგილზე აწ უკვე წასული Huracan-ია (3609), სტატისტიკას Revuelto (1406) ასრულებს. ხოლო საწყობებში ათიოდე Aventador მოიძებნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები