LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini–ს სუპერქარებმა საშობაო მსვლელობა მოაწყეს

94
lrgn-news34345

კომპანია Lamborghini–მ გადაწყვიტა, წარმატებული წელი საშობაო მსვლელობით აღენიშნა. სუპერქარებმა იტალიის ტერიტორია და ყველაზე რთული გზები მოიარეს.

ავტორბოლაში სუპერქარები Aventador SVJ და Huracan Evo მონაწილეობდნენ, ასევე კროსოვერი Urus–იც. მოგზაურობა ქალაქ სანტ–აგატა–ბოლონეზეში დაიწყო, სადაც ბრენდის ისტორიული შტაბ–ბინა მდებარეობს.

Lamborghini–მ ძალიან წარმატებული 2019 წელი სწორედ ასე აღნიშნა. წინა წელთან შედარებით გაყიდვები 40%–ით გაიზარდა. თუკი 2018 წელს კლიენტებს 5750 სუპერქარი გადასცეს, 2019 წელს გაყიდვების მაჩვენებელი 8 ათას ეგზემპლარამდე გაიზარდა. იტალიელთა აზრით, მსგავსი შედეგის მიღწევა კროსოვერი Urus–ის დამსახურებაა და მის მყიდველთა 70% ახალი კლიენტები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g