იტალიელი მწარმოებელი Lamborghini მზადაა, რომ საზოგადოებას რაღაც განსაკუთრებული, მომავლის სუპერქარი წარუდგინოს.
ბრენდმა ოფიციალურ საიტზე თიზერი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ სუპერქარების მწარმოებელი წარადგენს რაღაც ისეთს, რაც დროს ბევრად უსწრებს. საიდუმლოებით მოცული მოდელის პრემიერამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, თუმცა კომპანია არანაირ დეტალს არ აზუსტებს.
დებიუტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება და როგორც ავტომოყვარულები ვარაუდობენ, სიახლე ახალი ჰიბრიდული მოდელი ან არსებული ჰიბრიდის Sian–ის ახალი ვერსია იქნება.
შეგახსენებთ, რომ Sian–ის ძრავი 785 ცხენის ძალის ატმოსფერული V12–ია, რომელიც 34 ცხენის ძალის ელექტროძრავთან ერთად ფუნქციონირებს.