LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერ სუპერქარს ამზადებს

103
Lamborghini  თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერ სუპერქარს ამზადებს

Lamborghini-ს ყველაზე ძლიერი სუპერ ავტომობილი შესაძლოა  ზაფხულის ბოლომდე წარადგინონ. აგვისტოში პებლ-ბიჩში (Pebble Beach) გაიმართება ტრადიციული ელეგანტურობის კონკურსი (Concours d’Elegance) – ღონისძიება, რომელიც კლასიკური ავტომობილების, ძვირადღირებული ეგზოტიკური მოდიფიკაციების და კონცეპტების ერთგვარ შოუს წარმოადგენს. თუ ინსაიდერების ინფორმაციას დავუჯერებთ, ამჯერად Lamborghini გამოფენაზე განსაკუთრებულ მოდელს წარადგენს – ლიმიტირებულ სუპერქარს, რომელიც ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძლიერი იქნება. თავად კომპანიას ამ მნიშვნელოვან პრემიერასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ავტომობილის სავარაუდო სახელია Fenomeno – რაც იტალიურად და ესპანურად „ფენომენს“ ნიშნავს. Lamborghini-მ ეს სახელწოდება 2025 წლის გაზაფხულზე დაჯავშნა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში დაარეგისტრირა.

ტექნიკური მონაცემები:

ახალი მოდელი დაფუძნებული იქნება Lamborghini Revuelto-ზე, რომელიც აღჭურვილია ჰიბრიდული ენერგო სისტემით – 6.5 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით და სამი ელექტროძრავით. თუმცა, Fenomeno, ყველა დროის განმავლობაში ყველაზე მძლავრი Lamborghini იქნება.

ეს ნიშნავს, რომ ინჟინრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ძრავის საერთო სიმძლავრემ  1015 ცხენის ძალას გადააჭარბოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები