LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Urus-ის ჩინური კლონი

10
lamborghini

-ეს… ჩინური პატენტია?

-დიახ, ოღონდ… ეს ზუსტი ასლია.

-ანუ?

-იგივეა რა… ოღონდ ჩინური.

ჩინურია… არ იყიდო… ევროპული ჯობია… – ეს სიტყვები არაერთხელ გვსმენია და წარმომავლობის გამო, ბევრჯერ შეგვილახავს ნივთისა თუ პროდუქტის რეპუტაცია, მიუხედავად იმისა მის პრაქტიკულობაში ვიყავით თუ არა დარწმუნებული. ამჯერად კი საქმე ცოტა უფრო სერიოზულადაა.

ჩინური Changan-ი ქვებრენდმა, თვით ლამბორგინ ურუსის კლონირების წარმოება დაიწყო. კროსოვერი Shenlan S7 ქალაქ ნანკინის კონვეიერზე ავიდა.

მანქანა, რომელშიც გამოიცნობენ ურუსის გარეგნობის მოტივებს, შესთავაზებენ სამ ვერსიაში: თანმიმდევრული ჰიბრიდისა და ელექტრომობილის სახით, ასევე წყალბადის საწვავის უჯრედის ერთეულით. წინასწარი ღირებულებაა 169,900-დან 239,900 იუანამდე. რაც დაახლოებით 62-88 000 ლარია.


Shenlan S7 არის ქვებრენდის მეორე მოდელი, რომელიც გამოუშვა Changan-მა ბატარეების მწარმოებელ CATL-თან და ტექნიკურ გიგანტ Huawei-თან პარტნიორობით. პირველი იყო SL03 ლიფტბეკი, რომელთანაც კროსოვერი იზიარებდა პლატფორმას და მასთან ერთად შასი, ექსტერიერის სტილი და ინტერიერი.

აქვს უჩარჩო კარები ფარული კარის სახელურებით, ორმაგი მინის ფანჯრები ხმაურის უკეთესი იზოლაციისთვის და 21 დიუმიანი ბორბლები. სალონს აქვს 12.3 დიუმიანი მულტიმედიური დისპლეი Qualcomm Snapdragon ჩიპზე და “ანტიგრავიტაციული” სავარძლები.

წმინდა ელექტრო ვერსია იკვებება 218 ან 258 ცხენის ძალის ძრავით და ერთი დამუხტვით გადის 520-620 კილომეტრს. ჰიბრიდულმა S7-მა კი მიიღო 1.5-ლიტრიანი „ნატურალური“  ძრავი 95 ძალით, რომელიც ასრულებს გამაფართოებლის როლს და აქვს მთავარი ელექტროძრავა 238 ძალის სიმძლავრით. გამოცხადდა წყალბადის ვერსიაც, თუმცა დეტალები ამის შესახებ

ჯერ არ არის.

ჩინეთის ბაზარზე Shenlan S7-ს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს BYD Song Plus DM-i-ს და Haval Xiaolong Max-სთან,რომელთაც მსგავსი ფასები აქვს. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს Tesla Model Y აუდიტორიის ნაწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები