LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლამის გული გამისკდეს, როგორი დაუნდობელია ცხოვრება, როგორ მენანებით, სიტყვები უძლურია თქვენი მშობლების სანუგეშებლად, ჩემო გვანცა და თვალხატულა სესო…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება აჭარაში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ

423
ტრაგედია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე

აჭარაში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევას დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება.

სამძიმრის წერილს და დაღუპული დედა-შვილის კადრებს „ფეისბუკში“ ნინი ახალაია ავრცელებს:

„ლამის გული გამისკდეს ისე ცუდად ვარ. ეს რა საზარელი ამბავი გავიგე, ჩემო ლამაზო გვანცა. თვალწინ ჩაიარა ჩვენმა ბავშვობამ.

ვერ ვიჯერებ, ვერა.

წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

როგორი დაუნდობელია ცხოვრება. რა ანგელოზები ხართ   როგორ მენანებით. სიტყვები უძლურია თქვენი მშობლების სანუგეშებლად.

უფალმა გაანათლოს თქვენი ლამაზი სული. ჩემო გვანცა და თვალხატულა სესო“, – წერს სოციალურ ქსელში ნინი ახალაია.

ლამის გული გამისკდეს ისე ცუდად ვარ. ეს რა საზარელი ამბავი გავიგე, ჩემო ლამაზო გვანცა. თვალწინ ჩაიარა ჩვენმა ბავშვობამ….

Posted by ნინი ახალაია on ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g